28 დეკემბერი 2024,   04:18
ვრცლად
ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის საელჩოში იმყოფებოდა - შს მინისტრმა ფაიგ გულიევს მიუსამძიმრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა.

"ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - ფაიგ გულიევს მიმდინარე წლის 25 დეკემბერს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა და ავიაკატასტროფის შედეგად ათობით ადამიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა", - აცხადებენ შსს-ში. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

"ვახტანგ გომელაურთან ერთად, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, თვითმფრინავმა ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ აქთაუსთან ავიაკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები