28 დეკემბერი 2024,   01:03
ვრცლად
"ისე არ ქნან, რომ კანონი შემოერღვეთ, დანაშაული ჩაიდინონ და შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობა მოუწიოთ" - არჩილ გორდულაძე ოპოზიციისა და ზურაბიშვილის გეგმებზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირებაზე ხელი აიღონ და კანონი წაიკითხონ, რადგან, კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პასუხისგება მოუწევთ.

მისი თქმით, ოპოზიციის შეკრებები და განცხადებები ტრაგიკომედიაა და სხვა არაფერი.

"რევკომი" რომ დაერქმიათ თავიანთი შეკრებისთვის, ყველაზე რელევანტური იქნებოდა. მათი შეკრებები და განცხადებები ტრაგიკომედიაა, ფარსია და მეტი არაფერი. ამ ადამიანებს, რომლებიც ერთად შეიყარნენ, ერთმანეთს ამხნევებენ და, ამავდროულად, ცდილობენ, ბლოკირება მოახდინონ სახელმწიფო დაწესებულების, ვურჩევდი, რომ კანონი წაიკითხონ. ისე არ ქნან, რომ კანონი შემოერღვეთ, დანაშაული ჩაიდინონ და შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობა მოუწიოთ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები