კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა", "გახარია საქართველოსთვის", "ლელო საქართველოსთვის", "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი".
დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა".
საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთიანებებს 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ.