ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და საშობაო ბაზრობა.
ადგილზე მოწყობილი იყო გასართობი და შემეცნებითი სივრცეები. სამთავრობო ღონისძიებები გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გაიმართა.