ბელგიაში, ბრიუსელის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, სამგზავრო თვითმფრინავს მეხი დაეცა, რის გამოც პილოტები იძულებულები გახდნენ კურსი შეეცვალათ და აეროპორტში დაბრუნებულიყვნენ. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიური მოვლენის მიზეზი ევროპული შტორმი გახდა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი ბრიუსელიდან ეგვიპტეში მიფრინავდა, თუმცა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე თვითმფრინავი კვლავ ბრიუსელის აეროპორტში დაბრუნდა.
ამასთან, მეხი კიდევ ერთ თვითმფრინავს მოხვდა. სატვირთო თვითმფრინავი ბრიუსელიდან კატარში მიფრინავდა. მეხის დაცემის მიუხედავად, სატვირთო თვითმფრინავს კურსი არ შეუცვლია.