26 დეკემბერი 2024,   07:04
ვრცლად
ბრიტანული ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნი მკითხველმა თითქმის 32 წლის შემდეგ დააბრუნა

დიდ ბრიტანეთში, კრედიტონის ბიბლიოთეკაში დააბრუნეს წიგნი, რომელიც სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ გაიტანეს.

"გადავამოწმეთ თარიღის აღმნიშვნელი ეტიკეტი და შევნიშნეთ, რომ ოდნავ - 31,5 წლით ვადაგადაცილებას აქვს ადგილი", - ვკითხულობთ ბიბლიოთეკის Facebook-პოსტში.

ბრიტანული ბიბლიოთეკები, ვადაგადაცილების შემთხვევაში, მკითხველებს ჯარიმას აკისრებენ, თუმცა, როგორც დაწესებულებაში აცხადებენ, ჯარიმა საბავშვო წიგნებზე აღარ ვრცელდება.

დღის ამბები