25 დეკემბერი 2024,   20:53
ვრცლად
თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება - ვის შეეხება შეზღუდვა

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 25 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

კრწანისის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ისპაჰანლის, ლორთქიფანიძის, თელეთის, ოპიზრების, საბანაძის, ქუმსიაშვილის, მერჩულეს, გორგასლის, შავნაბადას, სოღანლუღის, ცურტაველის, წალკის, შატაიძის, ხუციშვილის, ბერძნის, საბანაძის, ნიზამი განჯელის, გრიშაშვილის, ჩხეიძის და ბოლნისის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭიჭინაძის, რკინიგზის, ეკატერინე ბაღდავაძის, ქიზიყის, ენუქიძის, სურგულაძის, მამისაშვილის, პოლიციის, კაიროს, ქინძმარაულის,  ლორთქიფანიძის და ჟორესის ქუჩების მოსახლეობას.   

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები