თიანეთში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლო ღონისძიება "ახალი წლის დღეები საქართველოში" გაიმართა.
პროგრამის ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები. იყო გამოფენა-გაყიდვა.
ტერიტორიაზე ასევე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხეც. საღამო კონცერტითა და "ფეიერვერკით" დასრულდა.