25 დეკემბერი 2024,   20:40
ვრცლად
თელ-ავივში ღამით განგაშის სიგნალები ჩაირთო - ისრაელის სამხედროებმა იემენიდან "ჰუსიტების" გაშვებული რაკეტების შეჩერება ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლამდე შეძლეს

ღამით თელ-ავივში განგაშის სიგნალების ხმა ისმოდა, ისრაელის სამხედროებმა იემენიდან "ჰუსიტების" მიერ გაშვებული რაკეტების შეჩერება ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლამდე შეძლეს.

გრძელდება ისრაელის სამხედრო ოპერაციები ღაზის სექტორში. ღაზის ჯანდაცვის ორგანოების განცხადებით, გასული დღის განმავლობაში, იერიშებს 21 პალესტინელი ემსხვერპლა.

ქალაქ ღაზის დაბომბვის დროს დაიღუპა სულ მცირე 7, მათ შორის, 2 სამოქალაქო თავდაცვის წევრი. გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს განცხადებით, ღაზის სექტორში ყოველ საათში 1 ბავშვი იღუპება.

პარალელურად, ისრაელის ძალებმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ტულკარმთან ლტოლვილთა ბანაკში 2 პალესტინელი მოკლეს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 53 წლის ქალი დაბომბვის შედეგად დაიღუპა, ხოლო 18 წლის კაცი მუცლისა და გულმკერდის არეში ტყვიამ იმსხვერპლა.

ისრაელის სამხედროებმა მანამდე განაცხადეს, რომ კონტრტერორისული ოპერაციის დროს ტულკარმში ერთი პალესტინელი მოკლეს.

ლიბანში კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობით - ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის კომიტეტს მოუწოდა ზეწოლა მოეხდინათ ისრაელზე, რომ შეეწყვიტათ ზავის დარღვევა "ჰეზბოლასთან" და გასულიყვნენ ქვეყნის სამხრეთიდან.

დღის ამბები