25 დეკემბერი 2024,   21:14
ვრცლად
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

25 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, აბულის ქ.N8-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას GWP ავრცელებს. 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც  25 დეკემბერს  10:00 საათიდან  25 დეკემბრის 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ისნის რაიონში:

ბაბის ხევის (მუჯირიშვილის), შილდის, ბეღლეთის, კაიშაურის, ჟონეთის, კიკეთის, ნიაბის,ცისკრის,ბზიფის, სომხეთის, მრევლიშვილს ფშავის, კვესეთის, ნაქერალას, სათემო, აბულის, კვალეთის,განთიადის ახალუბნის და შაქრიანის ქუჩებს. 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

დღის ამბები