25 დეკემბერი 2024,   20:59
ვრცლად
უკრაინაში ღამეს საჰაერო განგაშის გარეშე არ ჩაუვლია - დრონებით თავდასხმის გამო საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა კიევში

უკრაინაში ღამეს საჰაერო განგაშის გარეშე არ ჩაუვლია. დრონებით თავდასხმის გამო საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა კიევში. გარდა ამისა, რუსეთში დაფიქსირდა სტრატეგიული ბომბდამშენი "ტუ-95"-ის აფრენა.

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივოი-როგში საცხოვრებელი შენობა დაბომბეს. დაიღუპა 1 და დაშავდა 15 ადამიანი, მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა. ქალაქის მერის ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტა 4 სართულიან კორპუსს მოხვდა. მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას გვიანობამდე ცდილობდნენ.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, აშშ-მა უკრაინას 1 მილიარდი დოლარის პირველი ტრანში გამოუყო, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით დაიფარება.

დღის ამბები