25 დეკემბერი 2024,   20:31
ვრცლად
თურქეთში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

თურქეთში, უმრანიეში 4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა. აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. აფეთქება მეორე სართულზე მდებარე ბინაში მოხდა. შემთხვევის შედეგად შენობის ერთი სართულის კედელი სრულად ჩამოინგრა.

მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით შენობის ყველა მაცხოვრებლის ევაკუაცია მოახდინეს.

აფეთქების შედეგად, მიმდებარე სახლებისა და შენობების ფანჯრები ჩაიმსხვრა.

დღის ამბები