25 დეკემბერი 2024,   21:19
ვრცლად
16 წლის დაჭრილი ბიჭის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - ის უგონო მდგომარეობაშია

ამ დრომდე მძიმე რჩება თბილისში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 16 წლის ბიჭი უგონო მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია. მას დანით მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული და ბევრი სისხლი დაკარგა.

დაკავებულია სასტიკ თავდასხმაში ეჭვმიტანილიც - ის 14 წლის მოზარდია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული გარკვეული პერიოდი დაჭრილის თანასკოლელი იყო და ის ერთ-ერთ დაჯგუფებაშია გაწევრიანებული, რომლის წევრებიც ნიღბებით გადაადგილდებიან და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან.

დაჭრილის დედის ინფორმაციით, თავდამსხმელს მოზარდის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტიც დაწერა, თუმცა მოტივი არ სახელდება.

დღის ამბები