"ახალი წლის დღეები" ზესტაფონში გრძელდება. საშობაო ბაზრობა, ინსტალაციები, ფოტო გადასაღები სტენდები და გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის, ქალაქის ცენტრში, სპეციალურად მორთულ სივრცეში მთელი დღის განმავლობაში არაერთი აქტივობა მიმდინარეობს.
ღონისძიება, რომელიც ზღაპრის გმირების და ორკესტრის მსვლელობით დაიწყო, მთავარი ნაძვის ხის ანთებით გაგრძელდება.
"ახალი წლის დღეებს" საგარეჯოშიც ზეიმობენ. მუნიციპალიტეტის მთავარ მოედანზე მოწყობილია არა ერთი თემატური სივრცე, ფოტო გადასაღები სტენდები.
ბავშვების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავენ. მოწყობილია სცენა, სადაც ქართველი შემსრულებლები კონცერტს გამართავენ.