25 დეკემბერი 2024,   10:23
ვრცლად
მაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო და თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა

მაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო და თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა. ინაუგურაცია კიშინოვში რესპუბლიკის სასახლეში გაიმართა.

ფიცის შემდეგ, პრეზიდენტმა მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ რომ ბოლო წლებში კრიზისებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად მოლდოვამ მშვიდობის შენარჩუნება და დემოკრატიის დაცვა შეძლო.

ადგილობრივი მედია წერს, რომ წელს მაია სანდუს ინაუგურაცია 2020 წლის მსგავსად საზეიმო ნაწილის გარეშე, მოკრძალებულ გარემოში ჩატარდა. მაია სანდუმ არჩევნების მეორე ტურში ხმების 55 პროცენტზე მეტი მიიღო.

დღის ამბები