25 დეკემბერი 2024,   21:42
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

"ხელისუფლებამ უნდა განიხილოს მოცემული რეკომენდაციები, ხოლო ადამიანის უფლებათა დარღვევაში ეჭვმიტანილი ადამიანები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ" - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. 

მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ეუთო/ოდირის მიერ არის ჩაწერილი 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაში.

"ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში. ხელისუფლებამ უნდა განიხილოს მოცემული რეკომენდაციები, ხოლო ადამიანის უფლებათა დარღვევაში ეჭვმიტანილი ადამიანები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. მე ასევე ხაზს ვუსვამ, რომ მუქარის შემცველი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიუღებელია", - დაწერა ცაჰკნამ. 

დღის ამბები