26 დეკემბერი 2024,   08:03
ვრცლად
"მთავარი არხის" დირექტორმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, დაარეგისტრიროს ცვლილება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას თანამდებობის დატოვების შესახებ

"მთავარი არხის" დირექტორმა, გიორგი ქურდაძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით, დაარეგისტრიროს ცვლილება ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას თანამდებობის დატოვების შესახებ. დოკუმენტი 24 დეკემბრით თარიღდება.

"მთავარი არხის" დირექტორის ამ განცხადებას თან ახლავს 29 ნოემბერს გიორგი გაბუნიას მიერ დამფუძნებლებისთვის მეილზე გაგზავნილი წერილიც გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქურდაძე "მთავარი არხის" რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებას სწორედ მეილზე გაგზავნილი წერილის საფუძველზე მოითხოვს.

დღის ამბები