"ახალი წლის დღეები საქართველოში" გრძელდება - ღონისძიებას ამჯერად თიანეთი უმასპინძლებს.
ამ წუთებში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, გამოფენა-გაყიდვა.
წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია ონიც. საახალწლო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში, დატვირთული პროგრამა ელოდებათ. დღის ბოლოს ორივე მუნიციპალიტეტში კონცერტები გაიმართება.