"ჩემი პირველი კომპიუტერის" პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობამ აფხაზეთის პირველი სკოლის მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცა. ღონისძიება ზუგდიდში გაიმართა.
პროგრამა 2009 წლიდან ხორციელდება.
"აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტრომ დავაჯილდოვეთ 2023-2024 სასწავლო ჩვენი აფხაზეთის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები, რომელთაც გადავეცით საჩუქრად კომპიუტერული ტექნიკა. კიდევ ერთხელ მინდა მათ გადავუხადო მადლობა მიღწევებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება მათთვის, ჩვენ კი ჩვენი მხრივ მათ მხარდაჭერ და წახალისებას გავაგრძელებთ", - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია.