24 დეკემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ანტისამთავრობო დემონსტრაციები სერბეთში - მომიტინგეები რკინიგზის სადგურზე მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ

სერბეთში ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა რკინიგზის სადგურზე მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების დასჯაა.

პირველ ნოემბერს რკინიგზაზე სახურავი ჩამოიშალა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები მომხდარში პრეზიდენტ ვუჩიჩსა და მის პარტიას ადანაშაულებენ. ოპოზიცია რკინიგზის სადგურის მშენებლობის სტანდარტის დარღვევაზე საუბრობს და მიზეზად კორუფციას ასახელებს.

ვუჩიჩი ამბობს, რომ პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან.

დღის ამბები