25 დეკემბერი 2024,   10:57
ვრცლად
"საქართველოს პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას, რომ დასრულდეს ომი და დაამარცხოს არაფორმალური გავლენები" - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო არც უიმედოდ უნდა იყოს და არც ზედმეტი იმედები არ უნდა დაამყაროს 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.

მისი თქმით, საქართველოს პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას.

"ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები არ უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ტრამპის ორი მთავარი დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს.

1. ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესები.

2. "დიფ სთეითის" დამარცხება. როდესაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე მიგვითითებდნენ ხოლმე, (ამ დროს ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა შესაბამისი უფლებამოსილებით) რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი თურმე აღმოჩნდა - მაგალითად, გავლენიანი გამოცემა Hill-ი წერს, რომ მოქმედი ადმინისტრაცია ომის პარტიად იქცა.

როცა ჩვენ ვამბობდით ომის პარტიას, სიტყვა გლობალურ ვამატებდით იმიტომ, რომ ადგილობრივი ლოკალური ომის პარტია ვინ იყო ხალხს გაერჩია. როცა საუბარია ე.წ. დიფ სთეითზე, რომელზეც მომავალი ადმინისტრაციის ლიდერები საუბრობენ, ეს ნიშნავს თავად ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ, ოლიგარქიულ გავლენებს, მაგრამ ამისი ავტორები, ვის გავლენებზეცაა საუბარი, შეგვიძლია მოვიხსენიოთ როგორც გლობალური ომის პარტია, ან ნებისმიერი გლობალური ომის ძალებად და ა.შ. თურმე ჩვენ რომ გაღმა გვედავებოდნენ, თავად ჩვენზე გაცილებით ძლიერ და დიდი სახელმწიფოში ყოფილა [ოლიგარქიული მმართველობა] და ამას თავად ამერიკელები აღიარებენ. დამოკიდებული იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას", - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები