სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 112.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 6 010.9 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 7.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 15 101.7 მილიონი აშშ დოლარს, ზრდამ 6.1 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ - ნოემბერში, 9 090.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1 პროცენტია.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.2 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი - 2 939.3 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი - 2 269.4 მილიონი აშშ დოლარითა და აშშ - 1 965.8 მილიონი აშშ დოლარით