12 დეკემბერი 2024,   19:41
ვრცლად
"ახალ წელს შევხვდებით ქალბატონი ზურაბიშვილის გარეშე"- ლევან მაჭავარიანი

მმართველი გუნდის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, 29 დეკემბერს მოხდება საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება ქვეყნის მთავარსარდალი.

მისივე თქმით, პარტიაში ხელახალ არჩევნებზე საუბარი არ მიმდინარეობს და არც იქნება.

"ქალბატონი ზურაბიშვილი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა 29 დეკემბერს იქნება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, რის შემდეგაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება ჩვენი პრეზიდენტი. ახალ წელს შევხვდებით ქალბატონი ზურაბიშვილის გარეშე.

ოპოზიციის მხრიდან არჩევნების არ აღიარება აბსურდია. არანაირ ხელახლა არჩევნებზე საუბარი არ არის და არც იქნება. ის ზღაპარი, თითქოს დევიდ კოპერფილდი ჩამოვიყვანეთ, 300 000 ხმა გავაყალბეთ და 100 000 ადამიანს პირადობა ჩამოვართვით, ამ ზღაპრის თავიანთ მომხრეებსაც არ სჯერათ", - გააცხადა ლევან მაჭარაშვილმა.

დღის ამბები