საქსტატმა დღეს ახალი მონაცემები გაავრცელა. უწყება აცხადებს, რომ 2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11%-ი შეადგინა.
გაზრდილია ასევე პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი, რაც 10-ი პროცენტია.
ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა: მშენებლობამ, დამამუშავებელმა მრეწველობამ, კომუნიკაციამ, ტრანსპორტმა და ვაჭრობამ.