28 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
"იუსტიციის სამინისტრო დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეებით, შესაბამისად, მე ვიქნები ყველა ასეთი მოხელის გულშემატკივარი და მხარდამჭერი" - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტს მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" 84-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია, რომელიც პარლამენტს და მის მიერ არჩეულ მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებს. მთავრობაში სამი ახალი მინისტრია - საუბარია იუსტიციის, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, უწების საქმიანობაზე ისაუბრა:

"იუსტიციის სამინისტრო დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეებით, შესაბამისად, მე ვიქნები ყველა ასეთი მოხელის გულშემატკივარი და მხარდამჭერი.

სერვისების მიმართულებით გაგრძელდება აქტიური მუშაობა. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ უზრუნველვყოთ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, საკანონმდებლო აქტების სისტემაზტიზაცია და ანალიზი, რათა ქვეყანა შეხვდეს მზად ევროკავშირში წევრობას. პენიტენციურ სისტემას რაც შეეხება, ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვაზე მაქსიმალურად ვზრუნავთ. პატიმრებისა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა უფლებების დაცვა იქნება ჩვენი საზრუნავი," - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები