28 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
"200 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის შემდეგი 4 წლის განმავლობაში, 5-ჯერ არის გაზრდილი მეცნიერების დაფინანსება და ეს ზრდა მომავალშიც გაგრძელდება" - ირაკლი კობახიძე
პროფესიული განათლების მიმართულებით  გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პროფესიულ განათლებასა და ეკონომიკას შორის პირდაპირი კავშირის დამყარება და ამაზე ზრუნვა, ბუნებრივია, გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა  განხორციელდა გასული წლების განმავლობაში და მუშაობა გაგრძელდება. 
 
"რაც შეეხება კონკრეტულად პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურას, 200 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის შემდეგი 4 წლის განმავლობაში. 
 
მეცნიერების მიმართულებით ზრუნვა გაძლიერდა 2012 წლის შემდეგ, 15 მლნ ლარი იყო დაახლოებით გამოყოფილი 2012 წელს ბიუჯეტში მეცნიერების დაფინანსებაზე. ეს მაჩვენებელი აჭარბებს 78 მილიონს წლევანდელი  მონაცემებით, 5-ჯერ არის გაზრდილი მეცნიერების დაფინანსება და რა თქმა უნდა, ეს ზრდა მომავალშიც გაგრძელდება", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები