03 დეკემბერი 2024,   21:01
ვრცლად
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "ბაკურიანი 2025" გახსნამდე 3 თვე დარჩა, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - მამუკა ხაბარელი

პრაქტიკულად, სამი თვეა დარჩენილი ფესტივალის გახსნამდე, შესაბამისად საორგანიზაციო კომიტეტი ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული,- ამის შესახებ ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, "ბაკურიანი 2025"-ის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა.

მამუკა ხაბარელი ამბობს, რომ ფესტივალის ფარგლებში, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მისივე თქმით, "ბაკურიანი 2025" თებერვალში, 1000 - მდე სპორტსმენს 48 ქვეყნიდან უმასპინძლებს.

"პრაქტიკულად, სამი თვეა დარჩენილი ფესტივალის გახსნამდე, შესაბამისად საორგანიზაციო კომიტეტი ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული. სპორტული ინფრასტრუქტურის მშნებლობა გეგმაზომიერად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საორგანიზაციო კომიტეტი გადმოიბარებს ამ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ საშეჯიბროდ მოამზადოს. ასევე, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხები. ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორც საერთაშორისო ფედერაციებთან, ისე ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებთან. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ეწვევა 48 ქვეყნის წარმომადგენელი, ათასამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, დაახლოებით ამდენივე ოფიციალური პირი, ასევე ჩვენს ქვეყანას ეწვევიან სპორტსმენების ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები,საერთო ჯამში 4000-მდე ვიზიტორი",- განაცხადა მამუკა ხაბარელმა.

ევროპის ზამთრის ახალგაზრული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანში 9-16 თებერვალს, ზამთრის სპორტის რვა სახეობაში გაიმართება.

დღის ამბები