03 დეკემბერი 2024,   21:06
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების აქტივისტები მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა (ვიდეო)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსიდან ოპოზიციური პარტიების აქტივისტებმა ილიაუნისკენ გადაინაცვლეს.

მსვლელობის დროს აქციის მონაწილეები მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

აქციის მონაწილეები ილიაუნიდან კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაბრუნდნენ, სადაც ამ დრომდე რჩებიან. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაძაბული ვითარება იყო, ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები, უმაღლეს სასწავლებელთან შეიკრიბნენ და შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევდნენ. 

დღის ამბები