03 დეკემბერი 2024,   20:59
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის თქმით, პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია - მე-11 მოწვევის პარლამენტი სავარაუდოდ თვის ბოლოსთვის შეიკრიბება

პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტებს არჩევნების შედეგების გააზრებისკენ მოუწოდებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 54%-იანმა მხარდაჭერამ განაპირობა, რომ მეთერთმეტე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ისევ "ქართული ოცნების" მიერ დაკომპლექტდება. მისივე თქმით, საზოგადოების მაღალმა ნდობამ კი დღის წესრიგიდან მოხსნა ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციის საკითხი.

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი უახლოეს მომავალში შეიკრიბება. "ქართული ოცნება", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა", "ძლიერი საქართველო" და "გიორგი გახარიას საქართველოსთვის" - სწორედ ამ პარტიებმა გადალახეს ბარიერი. თუმცა, ამ ეტაპისთვის ოპოზიციური ჯგუფები საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობენ. საარჩევნო შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მათი უარის პირობებში პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება.

"ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს" - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი არჩევნების შემდეგ ერთ-ერთ აქტუალურ კითხვას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველაზე მთავარი, რაც ახლად არჩეულ საკანონმდებლო ორგანოს აქვს, სახალხო ლეგიტიმაციაა.

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი სავარაუდოდ თვის ბოლოსთვის შეიკრიბება. უახლოეს დღეებში ცესკომ შემაჯამებელი ოქმი უნდა წარადგინოს, ამის შემდეგ მეათე დღეს კი პირველი სხდომა ჩატარდება. ოპოზიცია უარზეა, თუმცა 76 მანდატი, რაც "ქართულ ოცნებას" გარანტირებულად აქვს, საკმარისია 150 კაციანი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთვის.

დღის ამბები