24 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
თურქეთში, სოფელ ტარსუსის მაცხოვრებლებმა, საფლავის გათხრის დროს, უძველესი მონეტებით სავსე ქოთანი აღმოაჩინეს

თურქეთში, სოფელ ტარსუსის მაცხოვრებლებმა, საფლავის გათხრის დროს, უძველესი მონეტებით სავსე ქოთანი აღმოაჩინეს. ინფორმაციას Daily Express-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ადგილობრივი მამაკაცისთვის საფლავის გათხრის დროს, მესაფლავეებმა თიხის ქოთანი იპოვეს, სადაც უძველესი ვერცხლის მონეტები იდო.

ადგილობრივებმა აღმოჩენის შესახებ პოლიციას შეატყობინეს, რომლებიც ადგილზე მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად მივიდნენ. დეტალური დათვალიერების შედეგად, არქეოლოგებმა ჯამში 1,100 ვერცხლის მონეტა აღმოაჩინეს.

ადგილობრივი მუზეუმი აღმოჩენის დეტალურ შესწავლას გეგმავს, რათა მონეტების ასაკი დაადგინოს.

დღის ამბები