21 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ძლიერი ტურბულენტობის გამო, ფრანკფურტის მიმართულებით "ლუფთჰანზას" რეისზე 11 ადამიანი დაშავდა

"ლუფთჰანზას“ რეისზე, რომელიც ბუენოს აირესიდან ფრანკფურტის მიმართულებით ასრულებდა ფრენას, ძლიერი ტურბულენტობის გამო 11 ადამიანი დაშავდა.

"სამწუხაროდ, ხუთმა მგზავრმა და ეკიპაჟის ექვსმა წევრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო," - განაცხადა ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" სპიკერმა.

ავიაკომპანიის ცნობით, დანიშნულების ადგილზე თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაშვების შემდეგ, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ ჩაუტარდათ.

თვითმფრინავში 329 მგზავრი და ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა.

დღის ამბები