24 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
როთი და მსგავსი ტიპის ელემენტები არის წარსული. სხვა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ქმედება რომ განეხორციელებინათ, პანღურებით გაყრიდნენ ქვეყნიდან. ესაა რეალობა, რომლის წინაშე ვდგავართ - კახა კალაძე

ბერკეტი ხელისუფლების წინააღმდეგ თუ მოსახლეობისთვის დამაზიანებელი ინიციატივა - მიხაილ როთის განცხადება პოლიტიკური დისკუსიის საგანია.

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ "პალიტრასთან" ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას ევროკავშირში ბევრი მთავრობა განიხილავს.

მისივე თქმით, თავად ამ იდეას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ახლა განსხვავებული პოზიცია აქვს, რადგან მიაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რათა მთავრობამ შეცვალოს პოლიტიკა.

"ქართული ოცნების" შეფასებით, ეს და სხვა განცხადებები ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობაა. 

"მიხაელ როთი და მსგავსი ტიპის ელემენტები - ეს არის წარსული. გუშინ იყო მისი გამოსამშვიდობებელი საღამო და ნახეთ ეს ყველაფერი - უბინძურესი განცხადებები და ქმედებები, რასაც ეს რამდენიმე პოლიტიკოსი აკეთებდა. ხომ წარმოგიდგენიათ, სხვა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ქმედება რომ განეხორციელებინათ, იმ წამსვე პანღურებით გაყრიდნენ ქვეყნიდან. აი, ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშე ვდგავართ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები