კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ოპოზიციური სპექტრი არჩევნების გაყალბების სქემას მშვიდად და წყნარად იძიებს.
ამის შესახებ გეგელიამ გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა.
"ამისთვის ვმუშაობთ, რომ თითოეულმა თქვენგანმა შეიტყოთ რა სქემის თანახმად მოხდა თქვენი სამშობლოსა და სახელმწიფოს მიტაცება. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამაზე. სქემა არის გაშიფრული. სეროზული ადამიანები ვართ ამ მხარეს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ყველაზე მაღალი ტრიბუნა მსოფლიოში, ირაკლი ზარქუა კი არა, ვინმე კალანდარიშვილი კი არა.
ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ძალიან წყნარად, ძალიან მშვიდად. ხალხი თვითონ იძიებს ყოველდღიურად "ფეისბუქზე", სხვადასხვა სოცმედია საშუალებით, ჩვენ ვხედავთ ხალხი როგორ იძიებს და თავის წილ დარღვევებზე საუბრობს", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.