"9 ნაბიჯიდან ერთ-ერთ არჩევნების ჩატარებას შეეხება. საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა. დარღვევები, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება. საჭიროა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღნიშნული გამოძიება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად მოხდეს," - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
ჰერჩინსკი ამბობს, რომ დარღვევებთან დაკავშირებით, საჭიროა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ჩატარდეს გამოძიება.
"დღევანდელი ანგარიში ბოლო 12 თვის მოვლენების სამართლიან შეფასებას წარმოადგენს. ის მიღწეულ ტექნიკურ წინსვლასაც აღიარებს. ვისურვებდი, რომ ბევრი ასეთი პოზიტიური მიღწევების შესახებ საუბარი შემეძლოს. სამწუხაროდ, მიღწევები დაჩრდილა შემაშფოთებელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ. ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული და დამსახურებაზე დაფუძნებული დარჩება. ის სრულად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის მიერ ობიექტურ წინსვლაზე. წელს საქართველომ უკან დაიხია, ხოლო სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა წინ წაიწიეს. რამდენიმე მათგანმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებიც გახსნა. საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ გაგებით, რომ 9 ნაბიჯი გადაიდგმებოდა, რომლებიც ძირითადად კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას ეხება. სამწუხაროდ, საკმარისი პოლიტიკური ერთგულება არ ყოფილა საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან, რათა საჭირო რეფორმები განეხორციელებინათ. 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთ არჩევნების ჩატარებას შეეხება. საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღინიშნა. დარღვევები, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება. საჭიროა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღნიშნული გამოძიება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად მოხდეს. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, საპირისპიროც არ უთქვამთ, ამიტომ ეს გამოძიება სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს", - განაცხადა ჰრჩინსკიმ.