ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ცენტრალურ ქუჩაზე, ტრამვაი რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას guardian-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტრამვაი Apple-ის მაღაზიას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
რაც შეეხება დაშავებულებს, guardian-ის ინფორმაციით, მძიმე ტრავმები არც ერთ მათგანს არ მიუღია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავარიის დროს, ტრამვაიში 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
პოლიციის ინფორმაციით, საქმეზე ეჭვმიტანილი ტრამვაის მძღოლია.