ახლო აღმოსავლეთი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა. ირანის თავდასხმაზე ისრაელის საპასუხო იერიშების შემდეგ, ოფიციალური თეირანი თელ-ავივისთვის პასუხის გასაცემად ემზადება.
ახლა თეირანში ისრაელზე თავდასხმის გეგმას ათანხმებენ. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, პასუხი კარგად გააზრებული იქნება. მასუდ პეზეშკიანის პოზიციას ირანის უმაღლესი მმართველი აიათოლა ჰომეინიც იზიარებს და ამბობს, რომ ისრაელს ირანის ძალასთან მოუწევს შეჯახება.
გასულ კვირას ისრაელის ასამდე ავიაგამანადგურებელმა ირანის ხუზესტანის, თეირანის და ილამის პროვინციებში დარტყმები განახორციელა. ისრაელის პრემიერმა პირველი კომენტარი გააკეთა. ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით, საჰაერო თავდაცვის ძალების სამიზნე ირანის სამხედრო წამოება იყო.
მას შემდეგ, რაც თეირანმა ისრაელის მიმართ მუქარის შემცველი პოზიცია გაახმოვანა, ისრაელს მხარდაჭერა შეერთებულმა შტატებმა დაუდასტურა. ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის შემდეგ რეგიონში დეესკალაცია მოხდება. შტატების პოზიცია უფრო ვრცლად გააჟღერა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა.
The New York Times წერს, რომ "ცახალმა" ირანის თავდასხმაზე საპასუხო გეგმის პირველი ეტაპი დაასრულა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე