21 ნოემბერი 2024,   19:08
ვრცლად
აშშ არჩევნებისთვის ემზადება, სადაც 47-ე პრეზიდენტი უნდა აირჩიონ - რესპუბლიკელებისა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის დასრულებამდე 10 დღე დარჩა

არჩევნებისთვის ემზადება ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც 47-ე პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. რესპუბლიკელებისა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის დასრულებამდე 10 დღე დარჩა. ამომრჩეველთა აზრის კვლევის შედეგებით, დონალდ ტრამპს და კამალა ჰარისს თითქმის თანაბარი რეიტინგი აქვთ. ორივე კანდიდატი, პოზიციების გაუმჯობესებას სხვადასხვა შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრებით ცდილობს.

რაც უფრო ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე, მით უფრო რთულდება პროგნოზი, ვინ გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი 5 ნოემბერს. CNN-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხის მიხედვით, ჰარისსაც და ტრამპსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 47% აქვთ. ვიდრე ჯო ბაიდენი არჩევნებს გამოეთიშებოდა, მას დონალდ ტრამპი უსწრებდა, რომლის რეიტინგი ბაიდენზე უარესი არც ერთ გამოკითხვაში ყოფილა. საარჩევნო მარათონში ჰარისის გამოჩენამ ეს რეალობა შეცვალა და დემოკრატების კანდიდატი ტრამპზე მეტად პოლულარული გახდა. თვეების მანძილზე ის თითქმის ყველა გამოკითხვაში 3%-იან უპირატესობას ინარჩუნებდა, თუმცა არჩევნების ფინალურ ეტაპზე კამალა ჰარისის რეტინგმა კლება დაიწყო და კანდიდატების შანსები ახლა გათანაბრებულია.

გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში ჰარისი ტრამპზე მეტად პოპულარულია და მას თითქმის 6%-იანი უპირატესობა აქვს. ქალი ამომრჩეველი ჰარისს უფრო მეტად ენდობა, მამაკაცები კი ტრამპს. ის ამერიკელები, რომლებიც რობი უეიდის წინააღმდეგ გაუქმებას და აბორტების აკრძალვას აპროტესტებენ, ჰარისის მხარეს დგანან. საგარეო პოლიტიკით, ეკონომიკური მდგომარეობით და საიმიგრაციო საკითხებით უკმაყოფილო შეერთებული შტატების მოსახლეობა კი უფრო მეტად ტრამპის ერთგულია.

საარჩევნო კამპანიის ბოლო ეტაპზე ბარაკ ობამა და ყოფილი პირველი ლედი, რომლებსაც პარტიაში განსაკუთრებული პოპულარობა აქვთ, ყველაფერს ეცადნენ, ჰარისის რეიტინგი ახალგაზრდა თაობაში გაემყარებინათ. მიჩიგანში, ამომრჩევლებთან შეხვედრებზე მიშელ ობამამ შეახსენა საზოგადოებას, რომ დონალდ ტრამპი გასამართლებული დამნაშავე, რომლის ხელახლა გაპრეზიდენტება ყველა ადამიანის ცხოვრებას მძიმედ შეეხება.

გასული კვირის განმავლობაში ისევ აქტიურად იყო ჩართული კამალა ჰარისის კამპანიაში პრეზიდენტი ბაიდენი, რომელმაც დონალდ ტრამპს "ლუზერი" ამჯერადაც უწოდა და  ხალხს მოუწოდა, ჰარისი საკუთარი შვილების მომავლისთვის აირჩიონ.

ტეილორს სვიფტის მიერ კამალა ჰარისის მხარდაჭერის და ტრამპის მწვავე რეაქციის შემდეგ, რესპუბლიკელების კანდიდატს კრიტიკის ახალი ობიექტი ჰყავს. ეს მომღერალი ბიონსეა, რომელმაც კვირის ბოლოს ჰარისს დაუჭირა მხარი და ტეხასში მის შეხვედრაზე გამოჩნდა.

არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი მერყევი შტატებია და მათი მოსახლეობის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ორივე კანდიდატმა განსაკუთრებით დიდი რესურსი დახარჯა. საერთო ჯამში საარჩევნო კოლეგიის ამომრჩეველთა 93 ხმა, სწორედ ამ შვიდი შტატიდან იქნება. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ორივე კანდიდატი ავტოინდუსტრიის შტატ მიჩიგანს, რომელსაც დიდი არაბული და მუსლიმი მოსახლეობა ჰყავს და მისთვის ახლო აღმოსალეთში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვანია. ბრძლია ველია არიზონა. ეგრეთწოდებული "მაკკეინის რესპუბლიკელთა" შტატი, რომელიც ტრამპმა 2020 წელს 11 000 ხმით წააგო. მანამდე დემოკრატებს არიზონა ორჯერ ჰქონდათ მოგებული. 18 წლის წინ ბილ კლინტონს და ჰარი ტრუმანს, 1948 წლის არჩევნებზე.

დღის ამბები