"მე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც "ქართულ ოცნებას" უჭერენ მხარს. იმის გამო, რომ ისინი უპრეცედენტო ბულინგის მიუხედავად, მაინც უჭერენ "ქართულ ოცნებას" მხარს", - ამის შესახებ განცახდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ემიგრანტები, რომლებიც "ქართული ოცნების" უჭერენ მხარს, უპრეცედენტო ბულინგს განიცდიან და რამდენიმე მათგანმა ამის შესახებ თავადაც უამბო.
"მე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც "ქართულ ოცნებას" უჭერენ მხარს. იმის გამო, რომ ისინი უპრეცედენტო ბულინგის მიუხედავად, მაინც უჭერენ "ქართულ ოცნებას" მხარს. საერთოდ არ მიკვირს უცხოეთში შედარებით და მნიშვნელოვნად დაბალი პროცენტი "ქართული ოცნების".
თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მაგალითად ორი დღის წინ "ქართულმა ოცნებამ" ერთ-ერთ მის მხარდამჭერ გვერდზე რომ გააზიარა ემიგრანტების ვიდეო, სადაც ისინი მხარს უჭერდნენ "ქართულ ოცნებას", ვერ წარმოიდგენთ, რას უშვებიან იმ ადამიანებს. რამდენიმე მათგანი დაგვიკავშირდა და გვიყვებიან, რომ ბულინგის მსგავსი მეთოდები ალბათ თქვენც კი ვერ მანდ, საქართველოში ვერ წარმოგიდგენიათო. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი აზრი გააჩნიათ და ეს ადამიანები მხარს უჭერენ "ქართულ ოცნებას". ბულინგის ისეთ ქარცეცხლში ატარებენ, რომ ლამის ცხოვრებაზე ააღებინონ ხალხს ხელი. გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან, რომ ვერ წამოვიდგენდითო, რომ ასეთი შეიძლება ჩვენს თანამოქალაქეს, ნათესავს და ახლობელსაც კი შესძლებოდა ჩვენს წინააღმდეგო. კიდევ კარგი რაოდენობაა, 5000-მდე ადამიანმა დაუჭრიდა უცხოეთში. 25 ათასამდე ადამიანი იყო მისული უცხოეთში საარჩევნო უბნებზე. არ მიდიან უბრალოდ. ჩვენ კვლევები ჩატარებული გვაქვს ჩვენს ემიგრანტებთან და გგონიათ, რომ რამე რადიკალური განსხვავებაა? 5%-ით დაბალი მხარდაჭერა აქვს ემიგრანტებში ქართულ ოცნებას. 5%-ით დაბალი მხარდაჭერის პირობებში, ასეთი დაბალი პროცენტი საარჩევნო შედეგებში რას ნიშნავს იცით? ერთი, უბრალოდ, ჩვენი მომხრეები არ მიდიან, მეორე, იმიტომ არის დაბალი მხარდაჭერა რომ საინფორმაციო ნიაღვარი მიდის. თუ არ ხედავ შენი თვალით შენ სოფელში თუ ქალაქში გაყვანილ გზას, წყალს და იმ სიკეთეებს, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ქართული ოცნება აკეთებს, ამის აღქმა ცოტა ძნელია," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.