კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მანდატებზე უარს ამბობენ. საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს სიის ოცეული.
"ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია, სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისთვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად, ამიტომ, მე დღეს ვამბობ უარს ჩემს საპარლამენტო მანდატზე", - განაცხადა კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, ნანა მალაშხიამ.
კოალიციის ლიდერების გადაწყვეტილებით, გეგმა არის სრულმასშტაბიანი დაუმორჩილებლობა.