21 ნოემბერი 2024,   19:09
ვრცლად
ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში დახურულ შეხვედრას მართავენ

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ლიდერები გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში იკრიბებიან.

შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ისინი, სავარაუდოდ, უახლოეს სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

შეგახსენებთ, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, არჩევბნებში ხმათა 53.031 % "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, 5 %-იანი ბარიერი შემდეგმ,ა ოპოზიციურმა ძალებმა გადალახეს: "კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, "დროა", "გირჩი" - 11.185%, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 9.852%, "ლელო - ძლიერი საქართველო" - 9.007%, "გახარია საქართველოსთვის"  - 8.227%. 

"გირჩმა" კი, ხმათა  3,219 % მიიღო.

დღის ამბები