21 ნოემბერი 2024,   18:58
ვრცლად
"ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო და კამპანია მე არ მახსოვს" - კახა კალაძე

ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო და კამპანია მე არ მახსოვს - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, ცესკოს პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

ასევე, კითხვაზე - აღიარებს თუ არა ოპოზიცია არჩევნების შედეგს, მან აღნიშნა, რომ თუკი ოპოზიცია გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, სახელმწიფოს მხრიდან კანონის ფარგლებში ამას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება:

"არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა მათ განცხადებას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში. მე 2012 წლიდან მონაწილეობას ვუღებ არჩევნებში და ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო და კამპანია მე არ მახსოვს. ყველა პოლიტიკურ პარტიას და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მისი საარჩევნო კამპანია ჩაეტარებინა. რაც შეეხება ცესკოს მონაცემების აღიარება/არაღიარებას, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე მეც განვაცხადეთ, რომ ჩვენ, ყველა შედეგს, რაც არ უნდა იყოს გამოცხადებული ცესკოს მიერ, მივიღებთ. თუმცა, რას გადაწყვეტს ოპოზიცია - დიდი წარმოდგენა არ მაქვს მათზე, შესაბამისად, გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. ოპოზიციას იმის არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რომ გადატრიალება და რევოლუცია მოაწყოს ქვეყანაში. როდესაც აწყობ გადატრიალებას, უნდა გქონდეს საზოგადოების მხარდაჭერა, დღეს ოპოზიცია, ეს რადიკალური დაჯგუფება არის დამარცხებული. თუკი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, სახელმწიფოს მხრიდან კანონის ფარგლებში ამას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები