NATO-ს 7 სახელმწიფოსთვის ზელენსკის წინადადების პირველი პუნქტი, რომელიც NATO-ში უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევას გულისხმობს, მიუღებელი აღმოჩნდა
უკრაინის "გამარჯვების გეგმას" მოკავშირეები არ ეთანხმებიან - ნატო-ს 7 სახელმწიფოსთვის ზელენსკის წინადადების პირველი პუნქტი, რომელიც ნატო-ში უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევას გულისხმობს, მიუღებელი აღმოჩნდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია პირველმა გერმანიის კანცლერმა დაადასტურა.
გერმანიის გარდა, უკრაინის ნატო-ში მიწვევის წინააღმდეგია შეერთებული შტატები და ალიანსის წევრი 6 სახელმწიფოც. გამოცემა "პოლიტიკო" წერს, რომ კიდევ 3 ქვეყანა საკუთარი უარყოფითი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებისგან თავს იკავებს. განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტი საკითხზე ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებას განაგრძობს.
უკრაინისთვის "გამარჯვების გეგმის" ფარგლებში მხარდაჭერის გაწევა, მოსკოვისთვის ალიანსის ომში ჩართვას ნიშნავს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა უფრო დააკონკრეტა.
ვიდრე ნატო-ს სახელმწიფოები ზელენსკის "გამარჯვების გეგმაზე" მსჯელობენ, უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება. ოკუპანტი უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებს ყოველდღიურად ბომბავს.
რთული ვითარებაა ფრონტის ხაზზეც, ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთის ძალებმა რამდენიმე საბრძოლო მიმართულებებზე უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევა შეძლეს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.