ბანგლადეშელმა Sumaiya Khan-მა, 1 წუთის განმავლობაში, ჩხირებით, ბრინჯის 37 მარცვალი შეჭამა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად, 24 წლის გოგონას ყველა მარცვლის სათითაოდ აღება მოუწია, ჩხირების გამოყენებით.
მან 2022 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა - წინა შემთხვევაში, კალიფორნიაში, 1 წუთის განმავლობაში, ჩხირებით, ბრინჯის 27 მარცვალი შეჭამეს.