21 ნოემბერი 2024,   19:15
ვრცლად
"მომავალი წლიდან დაიწყება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, ჩვენთვის ყველანაირად პრიორიტეტულია ამ შედეგის მიღწევა" - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში უკრაინის ომის დასრულების ვადებზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, კონკრეტული ინფორმაცია მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები იანვარში, მაქსიმუმ 2025 წლის შუა პერიოდში დასრულდება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, დაიწყება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა.

"ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და რაც მთავარია, ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილნი. ვფიქრობთ, რომ მომავალი წლიდან დაიწყება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა. ჩვენთვის ყველანაირად პრიორიტეტულია ამ შედეგის მიღწევა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო გარკვეული ინტერესები, ეს ინტერესები ხელს უშლიდა საბოლოო ჯამში ურთიერთობების ორი მიმართულებით განვითარებას, იმიტომ, რომ არის სერიოზული გავლენები ოფიციალურ სტრუქტურებზე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში. როგორც კი გადაივლის არჩევნები და დასრულდება, რაც მთავარია, ომი უკრაინაში და ვფიქრობთ, რომ ეს მოხდება აუცილებლად, შეიძლება მომავალი წლის დასაწყისშიც კი, სადღაც იანვრის თვეში.

არის ბევრი სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, რომელიც გვაძლევს კონკრეტული ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას, ეს არ არის ზეპირი საუბრები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო რეალურია იანვარში, მაქსიმუმ მომავალი წლის შუა პერიოდში დასრულდეს ომი. ყველაფერი ამისკენ მიანიშნებს და ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს ლოგიკური დასკვნა გამომდინარეობს კონკრეტული ინფორმაციიდან და არა ინტუიციიდან", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები