21 ნოემბერი 2024,   19:02
ვრცლად
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაა სწორედ ის ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ჰქონდა ყველა ხელშესახები შედეგი - ირაკლი კობახიძე

"ფაქტები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა სწორედ ის ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ჰქონდა ყველა ხელშესახები შედეგი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "ღამის კურიერში" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის გზავნილი, ევროპისა და რუსეთის შესახებ, ჩვეულებრივი სიყალბე და მარტივი მანიპულაციაა.

"ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახები შედეგი ჩვენმა ქვეყანამ მიიღო "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში - ეს იყო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი. თან განსაკუთრებული ბრძოლით მოვიპოვეთ საბოლოო ჯამში კანდიდატის სტატუსი. ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. ამ შუალედში ჩვენ შევიტანეთ კონსტიტუციაში ნორმა, რომლის მიხედვითაც ევროინტეგრაცია გამოცხადდა საქართველოს ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად. შენ თუ სხვა ამოცანები და სხვა მიზნები გამოძრავებს, როგორ შეიძლება, კონსტიტუციაში ჩაწერო ევროინტეგრაცია, როგორც ხელისუფლების კონსტიტუციური ამოცანა. ფაქტები აჩვენებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაა სწორედ ის ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ჰქონდა ყველა ხელშესახები შედეგი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები