"ჩვენ რა უნდა გვექნა თქვენ რომ ასეთი მაგრები არ ყოფილიყავით, თქვენ, რომ ასე მაგრად არ დაგვდგომოდით გვერდში იმ ძალიან უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც რამდენიმე ეტაპი მოვიგეთ, გავიმარჯვეთ და კიდევ გავიმარჯვებთ. სხვანაირად გამორიცხულია იმიტომ, რომ ჩვენ, ჩვენს სამშობლოს არავის დავუთმობთ და არც არავის შევეცილებით" - ასე მიმართა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში შეკრებილ მოსახლეობას.
მამუკა მდინარაძის თქმით, 26 ოქტომბერი გადამწყვეტი ბრძოლაა.
"26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი ბრძოლა. ჩვენ გავიმარჯვებთ თუ არა, და ფიზიკურად და სულიერად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადავრჩებით თუ არა, არ დავუთმობთ არც საკუთარ მოქალაქეებს, არც საკუთარ ქვეყანას არავის და საქართველო იქნება გამარჯვებული. ჩვენი ქვეყანა იქნება გამარჯვებული" - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.