21 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
53 საჩივარი და არცერთი სერიოზული დარღვევა - ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმის მიღმა პარლამენტის თავმჯდომარე ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას ხედავს

53 საჩივარი და არცერთი სერიოზული დარღვევა - "ქართული ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციებს ცესკოში შეტანილ საჩივრებს უწუნებს.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმის მიღმა პარლამენტის თავმჯდომარე ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას ხედავს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცესკოში მესამე სექტორის მიერ შეტანილი საჩივრების შინაარსი შეისწავლეს. პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ 53 საჩივრიდან არცერთში სერიოზული დარღვევა არ ფიქსირდება და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის ნაწილი დაუსაბუთებელი არგუმენტებით სტატისტიკის გაზრდას ცდილობს.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგის შემდეგ ოპოზიციის ნაწილს არ დაუმალავს, რომ საჩივრების წარდგენის პრაქტიკას კონკრეტული მიზანი აქვს და დაინტერესებული ორგანიზაციები თუ პარტიები იმის დემონსტრირებისთვის იყენებენ, რომ საარჩევნო კამპანია დარღვევების ფონზე ჩატრადა.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ახლა ყველას ყურადღება უშუალოდ არჩევნების დღეზე უნდა იყოს მიმართული. ზოგიერთისთვის პრიორიტეტული მხოლოდ მათ მიერ მომზადებული საჩივრებია.

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის კავშირების გათვალისწინებით სახელისუფლებო პარტია დარწმუნებულია, რომ ოპონენტები ყველა ბერკეტს გამოიყენებენ და პროცესების განვითარებას 2020 წლის სცენარით შეეცდებიან. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიზანი ვითარების მაქსიმალური ესკალაციაა.

სახელისუფლებო გუნდი მათ მიერ შესწავლილი ფაქტების შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მუდმივად აწვდის. "ქართული ოცნება" სადამკვირვებლო მისიებს მიმართავს, რომ მათ მიერ გამოვლენილი ფაქტებიი არჩევნების შეფასების საბოლოო დასკვნებში აისახოს.

დღის ამბები