21 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ხარკოვის 4 ქალაქში უმძიმესი მდგომარეობაა - საჰაერო იერიშები უწყვეტად გრძელდება

95 უკრაინელი სამხედრო, 95 რუსის სანაცვლოდ - დღეს ომში მყოფმა ქვეყნებმა ტყვეები გაცვალეს. პროცესი არაბთა გაერთიანებული საამიროები შუამავლობით წარიმართა. უკრაინელი სამხედროები სახლში დაბრუნდნენ.

ტყვეების გაცვლის პარალელურად, კვლავ მძიმეა მდგომარეობა ფრონტის ხაზზე. ოკუპანტი მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმის და ანადგურებს. ირანული შაჰიდის დრონებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში შეტევა არაერთ ლოკაციაზე განხორციელდა. მათ შორის ხერსონის, ოდესის და ხარკოვის ოლქებზე.

უმძიმესია მდგომარეობა ხარკოვის 4 ქალაქში. რუსეთს ფაქტობრივად ქალაქების განადგურება აქვს გადაწყვეტილი. საჰაერო იერიშები ფაქტობრივად უწყვეტად გრძელდება, უკრაინულ მხარეს კი ამ ტერიტორიებიდან ადგილობრივები გაჰყავს.

ომში მყოფი ქვეყნისთვის, სამხედრო დახმარების აღმოჩენას განაგრძობენ მეგობარი ქვეყნები. ერთ-ერთი ბოლო ნიდერლანდებია, რომელიც უკრაინას 42,6 მილიონი ევროს ღირებულების სადაზვერვო დრონებს მიაწვდის.

დანაკარგებს განიცდის რუსული მხარეც. ბოლო 24 საათში ოკუპანტის ჯარმა 1300-ზე მეტი სამხედრო დაკარგა.

დღის ამბები