19 ოქტომბერი 2024,   04:37
ვრცლად
აშშ-ში ოკეანემ გიგანტური ზვიგენი გამორიყა


აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში, კეიპ კოდის სანაპიროზე ოკეანემ გიგანტური თეთრი ზვიგენი გამორიყა. პოლიციას ზვიგენის სანაპიროდან გასატანად ევაკუატორის გამოძახება მოუწია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია 4 მეტრიანი თეთრი ზვიგენის სიკვდილი, თუმცა მისი იდენტიფიცირება უკვე მოხდა - ის ზრდასრული ზვიგენი სახელად “კოალაა”.

Atlantic White Shark Conservancy-ის ინფორმაციით, ზვიგენის პირველი იდენტიფიცირება 2022 წელა მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, გამოძახებების ისტორიაში, ეს მათთვის ყველაზე უცნაური შემთხვევა იყო.

დღის ამბები