“მონადირე მთვარე” - როდის შევძლებთ 2024 წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარის ნახვას
2024 წლის ოქტომბრის სუპერმთვარე, რომელიც “მონადირე მთვარის” სახელით არის ცნობილი, წლის ყველაზე კაშკაშა მთვარეა. მისი ხილვა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აღნიშნული მოვლენა 2024 წლის სუპერმთვარეებიდან რიგით მესამეა.
სუპერმთვარემ პიკს ხუთშაბათს ნაშუადღევს პიკს მიაღწევს, როდესაც ის ჰორიზონტის ქვემოთ იქნება დიდ ბრიტანეთში, თუმცა მაინც ნათელი და ძირითადად სავსე იქნება საღამოს და მომდევნო ღამეებში.
ამ დროს, მთვარე დედამიწიდან დაახლოებით, 357 364 კილომეტრის დაშორებით იქნება განთავსებული. ამით მთვარე გამოჩნდება დაახლოებით 30%-ით უფრო კაშკაშა და თითქმის 15%-ით უფრო დიდი ვიდრე ჩვეულებრივი სავსე მთვარეების დროს ჩანს.